ექსტერნის გამოცდები

26-03-2018
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ  მე-12 კლასში შემავალი საგნის/საგნების (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, ინგლისური ენა, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ჩატარდა ცენტრალიზებულად, ელექტრონული ფორმით (სისტემა moodle-ის მეშვეობით )  20  მარტიდან 24 მარტის ჩათვლით. ექსტერნის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მსურველ რეგისტრირებულთა  რაოდენობამ  620 მოსწავლე შეადგინა.