ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი

21-03-2018
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას და ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია ქვეყანაში ტექნოლოგიების სფეროში ინოვაციური გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა.მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ურთიერთთანამშრომლობითა და ერთობლივი ძალისხმევით განახორციელებენ აქტივობებს, რომელიც მოიცავს სააგენტოს მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო ღონისძიებებში,  მართვის სისტემის მონაწილეობის უზრუნველყოფას;

გარდა ამისა შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წვდომას დარგთან დაკავშირებულ ინფორმაციასთან, საქმიანობის პოპულარიზაციის ხელშეწყობას, სურვილისამებრ სააგენტოს ბენეფიციარების ჩართვას მართვის სისტემის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.