გარე დაკვირვების მსურველ მასწავლებელთა რეგისტრაცია

19-02-2018
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მჭიდროდ თანამშრომლობს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან, მათ შორის გარე დაკვირვების გავლის მსურველ  მასწავლებელთა  დაკავშირებით.

გარე დაკვირვების გავლა, ყველა იმ უფროსს მასწავლებელს შეუძლია, რომელსაც მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით მოპოვებული აქვს 13 კრედიტქულა, ან გააჩნია დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.  გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის მსურველთა რაოდენობა  ექვსასამდე  მასწავლებელს შეადგენს.

გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია შესაძლებელია სსიპ- განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემის  (eSchool) მეშვეობით. 
ელექტრონული რეგისტრაციის გავლის შემდეგ მასწავლებელმა eschool-ის ელექტრონულ სისტემაში, მასწავლებლის პროფილში უნდა ატვირთოს ხუთი გაკვეთილის გეგმა და რეფლექსია იმ საგანში, რომელზეც სურს  გარე დაკვირვება.   

გარე დაკვირვების გავლის მსურველი უფროსი მასწავლებლების რეგისტრაცია ხორციელდება 2018 წლის 19 თებერვლიდან – 26 თებერვლის ჩათვლით, eschool-ის ელექტრონულ სისტემაში.