შშმ პირთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე

14-06-2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საზოგადოებრივ კოლეჯს ეწვია.

როგორ ფუნქციონირებს ინკლუზიური განათლების კონცეფცია პრაქტიკაში - ეს წარმოადგენდა მინისტრის ვიზიტის მიზანს პროფესიულ სასწავლებელში, სადაც სხვა სტუდენტებთან ერთად, 15 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ეუფლება პროფესიას.

სტუდენტებთან, მინისტრის მთავარ კითხვას წარმოადგენდა რამდენად შეცვალა პროფესიულმა განათლებამ და მოზარდების არჩევანმა მათი ცხოვრება, რას გეგმავენ ისინი მომავალში და რას ეტყოდნენ თანატოლებს, რომლებიც შესაძლოა არჩევანის წინაშე დგანან და გარკვეული შესაძლებლობათა შეზღუდვა მათთვის პიროვნულ ბარიერს წამოადგენს მიიღონ განათლება მაშინ, როდესაც ნებისმიერ ადამიანს აქვს მისწრაფება იყოს რეალიზებული და შეძლოს დამოუკიდებელი არსებობა საზოგადოებაში.

ინკლუზიურობის პრინციპი განათლებაში სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რადგან  საგანმანთლებლო სისტემა უნდა იყოს ინდივიდის განსხვავებულ საჭიროებაზე მორგებული და ყველას აძლევდეს განათლების მიღების თანაბარ შანსს.