მთავარისიახლეებიnewsSlideსიახლეებიგანათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონული სერვისების პრეზენტაცია
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონული სერვისების პრეზენტაცია
ევროკავშირის TWINNING-ის პროექტის “ელ-მმართველობის განვითარება საქართველოში II” ფარგლებში, 9 -11 ივნისს, ყვარელში სასტუმრო “შატო ბატონებში” გაიმართა სამუშაო შეხვედრა ჟურნალისტებთან.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ჟურნალისტების გათვითცნობიერება თუ როგორ ხდება ელ-მმართველობის განვითარება საქართველოში, რათა შემდგომ მათ შეძლონ ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისათვის, ელექტრონული სერვისების შესახებ.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონული სერვისების პრეზენტაცია წარმოადგინა პროექტის მენეჯერმა - მარიამ ავალიანმა.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო აღნიშნულ ღონისძიებაში, რათა ჟურნალისტებს შექმნოდათ ნათელი წარმოდგენა, თუ რა სახის სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.