სემინარი თემაზე:“HP ვირტუალიზაციის ტექნოლოგიები და თხელი კლიენტები”

16-11-2015
ნოემბერში, საფრანგეთში, ქალაქ გრენობლში გამართულ სემინარზე  -“HP ვირტუალიზაციის ტექნოლოგიები და თხელი კლიენტები” იმყოფებოდნენ სსიპ  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსი - ლაშა ვერულავა, უფროსი სისტემური ადმინისტრატორი - ნიკა ბრეგვაძე და სატელეფონო ქსელის ადმინისტრატორი - ირაკლი ცინაძე. 
სემინარზე რამდენიმე მიმართულებით წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები მათთვის, ვისთვისაც ტექნოლოგიები წარმოადგენს ინსტრუმენტს ეფექტური ცვლილების განსახორციელებლად.  

კომპანიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს უახლეს ტექნოლოგიებსა და საგანმანათლებლო და არა მარტო საგანმანათლებლო სექტორში თხელი კლიენტების  მსოფლიოს წარმატებული ინტეგრაციების მაგალითებით.
 
საუბარი შეეხო ასევე თუ რა ვირტუალიზაციის ტექნოლოგიების დანერგვის  სტრატეგიები არსებობს თანამედროვე განათლების სფეროში.