საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი გამოაცხადა.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ დირექტორობის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე პირებს. კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, დირექტორობის უფლების მქონე პირებმა, უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა ვებგვერდზე www.directors.mes.
დირექტორობის უფლების მქონე პირებს ელექტრონული თანხმობის განაცხადში არჩეული საჯარო სკოლების შეცვლა შეეძლებათ 2015 წლის 19 თებერვალს.
კონკურსანტებს საშუალება ექნებათ აირჩიონ 3 საჯარო სკოლა.
ასარჩევი საჯარო სკოლების ნუსხა.
ელექტრონული რეგისტრაციისთვის სავალდებულოა შემდეგი დოკუმენტების ატვირთვა:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
- ფოტოსურათი
- სამოტივაციო წერილი