დირექტორობის მსურველთა საყურადღებოდ, რომლებმაც წარადგინეს საპრეტენზიო განაცხადი!

დირექტორობის მსურველთა  საყურადღებოდ, რომლებმაც წარადგინეს საპრეტენზიო განაცხადი!
16-04-2014
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2014 წლის 7 აპრილის N1.1/124 ბრძანების მე-3 პუნქტის 3.2. ქვეპუნქტის თანახმად, კომისია განიხილავს ნამუშევრის პასუხის შინაარსსა და სისწორეს მხოლოდ იმ კონკრეტულ ტესტურ დავალებაზე, რომლის თაობაზეც კომისიაში შესულია საპრეტენზიო განაცხადი დირექტორობის მსურველისგან, ხოლო, ამავე ბრძანების მე-3 პუნქტის 3.4 ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია არ განიხილავს საპრეტენზიო განაცხადს, თუ ის ზოგადია ან/და დირექტორობის მსურველი ითხოვს მთლიანი ნამუშევრის შედეგების გადახედვას.

შესაბამისად, დირექტორობის მსურველებმა, რომელთაც ტესტურ დავალებათა სისწორესთან დაკავშირებით სურთ საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა, აუცილებლად უნდა მიუთითონ საკუთარი ნამუშევრის კონკრეტული საკითხი (ტესტური დავალება), რა ნაწილშიც გააჩნიათ პრეტენზია, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისია არ განიხილავს საპრეტენზიო განაცხადს.

დირექტორობის მსურველებმა, რომელთაც სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში უკვე წარადგინეს საპრეტენზიო განაცხადი ტესტურ დავალებათა სისწორესთან დაკავშირებით და განაცხადში არ აქვთ მითითებული კონკრეტული საკითხი,უმოკლეს ვადაში, დამატებით წერილობით უნდა წარმოადგინონ კონკრეტული საკითხი (ტესტური დავალება), რა ნაწილშიც გააჩნიათ პრეტენზია შემდეგ მისამართზე: თბილისი, ფანჯიკიძის ქ. N1ა (სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა), წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისია არ განიხილავს საპრეტენზიო განაცხადს.

ნამუშევრის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. http://directors.mes.gov.ge პირადი ნომრისა და რეგისტრაციის დროს მინიჭებული უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდის გამოყენებით.