ფესტივალი „პროფესიული განათლება დასაქმებისათვის“

ფესტივალი „პროფესიული განათლება დასაქმებისათვის“
08-04-2014

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ფესტივალი - „პროფესიული განათლება დასაქმებისთვის“ გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობა პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი 30-ზე მეტმა დაწესებულებამ მიიღო. ფესტივალი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა გახსნა.

ფესტივალზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მთელი დღის განმავლობაში ადგილზე გაევლოთ რეგისტრაცია მათთვის სასურველ პროგრამებზე, გაცნობოდნენ პროფესიული ტესტების ნიმუშებს, დაეთვალიერებინათ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ვიზუალური მასალა და მოესმინათ მათი პრეზენტაციები.

ფესტივალს ესწრებოდნენ საზოგადოებრივი კოლეჯი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პარტნიორი და დასაქმების ხელშემწყობი ორგანიზაციების ( იუსტიციის სამინისტრო, CAUCASUS ONLINE, სიჯისი, ITDS, COOLGROUP, ERUDITOR.GE, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სახელწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, ლიბერთი ბანკი, საქართველოს საპატრიარქოს წმ იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი, სილქნეტი, MICROFINANCE, CISCO , DELTA,GPMC, MICROSOFT) წარმომადგენლები.

ფესტივალის მიმდინარეობისას გაიმართა წამახალისებელი თემატური შეჯიბრებები და გათამაშებები, რომელსაც ფესტივალის სპონსორმა სს „ლიბერთი ბანკმა’’ და სხვა ბიზნეს ორგანიზაციებმა წარუდგინეს ღონისძიების მონაწილეებს. გრაფიკული დიზაინის კონკურში თემაზე „ფესტივალის ლოგო“ გაიმარჯვა EMIS-ის გუნდმა და დაიმსახურა სს „ლიბერთი ბანკის” სპეციალური პრიზი.

ფესტივალის ლოგო

საზოგადოებრივმა კოლეჯმა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ ექსპოზიციაზე სასაჩუქრე მაისურები და სარეკლამო ბუკლეტები ფესტივალზე მოსულ სტუმრებს გადასცა. ექსპოზიციაზე მაქსიმალურად იყო წარმოდგენილი ის პროდუქცია, რომლის შექმნასა და მომზადებასაც ეუფლებიან სტუდენტები სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში.