ჩვენი პროექტები
eSchool - სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემა/ელექტრონული ჟურნალი
eSchool - სკოლების მართვის საინფორმაციოს სისტემის მთავარი ამოცანაა ეფექტური მენეჯმენტის განხორციელება, რაც გულისხმობს ზუსტი მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას, ონლაინ რეჟიმში განახლებასა და ანგარიშგებას.
ელექტრონული ჟურნალის მოდულის მეშვეობით შესაძლებელია სასწავლო პროცესის მართვის გაუმჯობესება, კერძოდ:

სწავლების ელექტრონული განრიგის შედგენა და მართვა;

დასწრებისა და აკადემიური მოსწრების ელექტრონული კონტროლი;

შეფასებების ავტომატური კალკულაცია;

ავტომატური ანგარიშგების წარმოება.
eFlow-ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა
დოკუმენტბრუნვის ელექტრონული მართვის სისტემა უზრუნველყოფს ბიზნეს-პროცესების მაქსიმალურ გამარტივებას, ხელმისაწვდომობასა და ავტომატიზაციას.

დროითი რესურსის შემცირება;

ადამიანური რესურსების დაზოგვა;

დავალებების ეფექტური მართვა;

მარტივი იმპლემენტაცია;

მონაცემთა ერთიანი ბაზა (კორესპონდენცია და სხვა);

დოკუმენტბრუნვის ეფექტური სისტემა;

დოკუმენტების ელექტრონული რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია.
პროფესიული სასწავლებლების მართვის სისტემა
eVET-პროფესიული სასწავლებლების მართვის ახალი საინფორმაციო სისტემა, რომლის მეშვეობითაც ონლაინ რეჟიმში შესაძლებელია:

ელექტრონული რეგისტრაცია საქართველოს პროფესიული კოლეჯების შესაბამის პროგრამებზე;

სტუდენტის კვალიფიკაციის მინიჭების აღრიცხვა;

მობილობის პროცესის მართვა, როგორც საფეხურებრივად, აგრეთვე კოლეჯებს შორის;

პედაგოგების/ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის რეესტრის წარმოება;

კოლეჯების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მართვა.
სკოლების ერთიან შიდა ქსელში ჩართვა (ინტერნეტიზაცია)

ერთიან შიდა ქსელში ჩართულია ყველა საჯარო სკოლა;

ოპტიკური ინტერნეტ კავშირით, 100 მბ/წმ სიჩქარით უზრუნველყოფილია 569 საჯარო სკოლა და საგანმანათლებლო რესურსცენტრი;

1591 საჯარო სკოლისა და რესურსცენტრის ინტერნეტით უზრუნველყოფა ხორციელდება რადიო-ტექნოლოგიით 256კბ/წმ-2მბ/წმ სიჩქარით.
eTurniquet-თანამშრომელთა მოსწრების აღრიცხვის ელექტრონული სისტემა

eTourniquetწარმოადგენს თანამშრომელთა მიერ ზეგანაკვეთური შრომისა და გადაცდომების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის/დამუშავების ეფექტურ საშუალებას.
სისტემა eROfficers-მანდატურების საინფორმაციო სისტემა
eROfficers-მანდატურების საინფორმაციო სისტემის დანიშნულებაა:

როტაციის პროცესის ელექტრონული მართვა;

სტატისტიკური ინფორმაციის მიღება სკოლებში გამოვლენილი დარღვევების/გადაცდომების შესახებ.
eRegistry-ზოგადი და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრი
რეესტრი eRegistry-საგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალის უფლებამოსილების და უფლებამოსილების შეწყვეტის რეგისტრაციის ელექტრონული რეესტრისწარმოების სისტემა:

საჯარო სკოლის დირექტორები;

საჯარო სკოლის დირექტორის არყოფნის დროს მოვალეობის შემსრულებელი;

საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრები;

სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (ააიპ) რექტორი;

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;

სსიპ-უმაღლეს დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი.
,ბუკი“ -საგანმანათლებლო ელექტრონული ინტერაქტიული თამაშები/სიმულაციები
პროექტის მიზანია: საგანმანათლებლო ელექტრონული, მეთოდური და შინაარსობრივი თვალსაზრისით გამართული სხვადსხვა ასაკობრივ ჯგუფზე მორგებული ინტერაქტიული თამაშების/ სიმულაციების შექმნა.

მათემატიკა(II, III კლასი);

ჩვენი ენა ქართული (II, III კლასი);

ბუნება (II, III კლასი);

მუსიკა (II, III კლასი);

ინტეგრირებული თამაშები (II, III კლასი):

მათემატიკა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;

ქართული ენა და ლიტერატურა, ბუნებისმეტყველება;
Chess -,,ჭადრაკი სკოლაში“

ჭადრაკის სასწავლო პლატფორმა წარმოადგენს „KASPAROV CHESS FOUNDATION EUROPE“ -ის მიერ შემუშავებულ,
3 სასწავლო წელიწადზე გათვლილ საჭადრაკო კურსს ზოგადსაგანმამნათლებლო დაწესებულების დამწყები კლასის მოსწავლეთათვის.

ჭადრაკის საწავლო პლატფორმა არის ვებ ინტერფეისზე დაფუძნებული სასწავლო პროგრამა.
იგი მოიცავს ჭადრაკის სრულ სასწავლო გეგმას, ვიდეო გაკვეთილებს, განმარტებებს და სახელმძღვანელოებს როგორც მასწავლებელთათვის ასევე მოსწავლეებისათვის.
პროგრამა ავტომატურ რეჟიმში აწარმოებს ამომწურავ სტატისტიკურ ინფორმაციას მოსწავლის, მოსწავლეთა ჯგუფის, ან მთლიანად კლასის პროგრესის შესახებ.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ უზრუნველყო ელექტრონული ტესტირების ორგანიზება, პროცესის ტექნიკური მხარდაჭერა და მონიტორინგი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონკურსებსა და გამოცდებში მონაწილეთათვის, კერძოდ:

საჯარო სკოლის დირექტორების სერთიფიცირება;

XII კლასის სასწავლო პროგრამის ექსტერნის ფორმით დაძლევის მსურველ მოსწავლეთა გამოცდები;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს - საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსისა და იურისტის თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთა ტესტირება;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტმაში სტაჟიორთა შესარჩევი ტესტირება;

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის/პროფორიენტაციის შესარჩევი ტესტირება;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელთა ტესტირება;
eRegistration-ელექტრონული რეგისტრაციის სისტემა
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ უზრუნველყო ელექტრონული რეგისტრაციის სისტემის შექმნა, პროცესის ტექნიკური მხარდაჭერა და მონიტორინგი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონკურსებსა და პროცესებში მონაწილეთათვის, კერძოდ:

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა რეგისტრაცია;

პირველკლასელთა რეგისტრაცია;

პროფესიულ პროგრამებზე მეორადი ჩარიცხვის რეგისტრაცია;

უმაღლეს სასწავლებლებში მეორადი ჩარიცხვის რეგისტრაცია;