პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ!

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ!
10/24/2017
გაცნობებთ, რომ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირება ჩატარდება - 2017 წლის 29 ოქტომბერს, ხოლო საცდელი ტესტირება ჩატარდება - 2017 წლის 28 ოქტომბერს.
ტესტირების დროს, აპლიკანტმა აუცილებელად თან უნდა იქონიოს მოსაწვევი (საგამოცდო ბარათი) და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მოსაწვევი ბარათის აღება შესაძლებელია ნებისმიერ სარეგისტრაციო ცენტრში - საგანმანათლებლო რესურსცენტრში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში (კოლეჯში) ან ვებგვერდზე -  www.vet.emis.ge (იმ შემთხვევაში თუ, აპლიკანტმა რეგისტრაცია  ელექტრონულად  გაიარა).

საგამოცდო ბარათის აღება შესაძლებელია 27 ოქტომბრის ჩათვლით სარეგისტრაციო ცენტრებში, ხოლო 28 ოქტომბრის ჩათვლით ვებგვერდზე www.vet.emis.ge მხოლოდ იმ აპლიკანტებისთვის, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს ონლაინ.