2016-2017 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთათვის ატესტატების გაცემა იწყება

2016-2017 სასწავლო  წლის კურსდამთავრებულთათვის ატესტატების გაცემა იწყება
06/16/2017
2017 წლის 21 ივნისიდან სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატებისა და ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატების საყოველთაო გაცემა იწყება. 

დაინტერესებულმა პირებმა, დოკუმენტების მიღების მიზნით, უნდა მიმართონ სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს, საზოგადოებრივ ცენტრებს ან იუსტიციის სახლებს. 

დოკუმენტების გაცემა ხორციელდება სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებული მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე.