• CyberEXE 2017 - კიბერსავარჯიშო 2017

    15 დეკემბერს სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფ „CERT.GOV.GE“-ს ორგანიზებით მორიგი ეროვნული კიბერსავარჯიშო გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის გამოცდილი კიბერპროფესიონალები. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან წარმოდგენილი იყვნენ -ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი - გიორგი გვასალია და სისტემური ადმინისტრატორი - ვანო ნარიმანიძე.
    CyberEXE 2017 - კიბერსავარჯიშო 2017
  • სერტიფიცირებულ დირექტორობის მსურველთა საყურადღებოდ!

    გამოცხადდა ზოგიერთი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენის მიზნით, დირექტორთა შერჩევის კონკურსის მეორე ეტაპი - დირექტორობის უფლების მქონე პირების მიერ თანხმობის განაცხადის ელექტრონული რეგისტრაცია  ვებგვერდზე  www.directors.mes.gov.ge.  
    სერტიფიცირებულ დირექტორობის მსურველთა საყურადღებოდ!

საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: "უსაფრთხოება, როგორც უწყვეტი პროცესი"

საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: "უსაფრთხოება, როგორც უწყვეტი პროცესი"
05/24/2017
2017 წლის 24 მაისს სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებებისთვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, თემაზე: „უსაფრთხოება, როგორც უწყვეტი პროცესი“.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთიან საგანმანათლებლო ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ქსელში ჩართული სუბიექტებისთვის ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება.
შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა და მათი მნიშვნელობა. უსაფრთხოების მინიმალური ნორმების დაცვის აუცილებლობა, ინტერნეტ სივრცეში არსებული საფრთხეები, ვირუსული პროგრამები. არასანქცირებული ქმედებების აღმოჩენისას, ქსელში ჩართული მომხმარებლების მხრიდან აუცილებლად განსახორცილებელი ღონისძიებები. აგრეთვე ის, თუ რა საშუალებებით იცავს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მის მომხმარებლებს კიბერ შეტევებისგან, რა გამოწვევები არსებობს თანამედროვე უსაფრთხოების სფეროში და როგორ უნდა გავუმკლავდეთ მათ.