პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება!

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება!
09/26/2016
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პროფესიული კოლეჯი მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს  იწყებს  პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას, რომელიც გაგრძელდება 16 ოქტომბრის  ჩათვლით.
 
ყველა დაინტერესებულ პირს ეძლევა შესაძლებლობა, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სრული სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას.

ვებ ტექნოლოგიები
კომპიუტერული გრაფიკა და ანიმაცია
კომპიუტერული ქსელები და სისტემები
ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი
საგამომცემლო საქმის ტექნიკური დიზაინერი
ვებ-ინტერფეისის დეველოპერი

რეგისტრაციისათვის მობრძანდით ფანჯიკიძის 1ა (ყოფილი ბუდაპეშტის ქუჩა).