სიახლეები

18-06-2015
შეგახსენებთ, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 2015 წლის 21 ივნისს  დასრულდება.

იხილეთ სკოლაში წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა

09-06-2015
პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დღეს, 20:00 საათზე დასრულდება. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება  2015 წლის 11 ივნისიდან 21 ივნისის  ჩათვლით.
15-05-2015

საქართველოში პროფესიული განათლების განვითარების მხარდაჭერის ფარგლებში, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში სტუმრად იმყოფებოდნენ ესტონეთის განათლების სამინისტროს წარმომადგენელი, ფონდ Innove-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის თავმჯდომარე და დირექტორთა საბჭოს წევრი.


06-05-2015
პირველკლასელთა  საყოველთაო  ელექტონული  რეგისტრაცია 2015-2016 სასწავლო წლისათვის 15 მაისს - 09:00 საათზე დაიწყება.
რეგისტრაცია  განხორციელდება  განათლების მართვის  საინფორმაციო  სისტემის  ვებგვერდზე  და  დასრულდება 9 ივნისს - 20:00 საათზე.



04-05-2015
შეგახსენებთ, რომ დღეს - 2015 წლის 4 მაისს, 20:00 საათზე დასრულდება პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი.
22-04-2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2015-2016 სასწავლო წლისათვის.  

14-04-2015
საბუთების მიღება მიმდინარეობს 2015 წლის 14 აპრილიდან 22 აპრილის ჩათვლით, შაბათ-კვირის გარდა (სამუშაო საათები: 10სთ  –  17 სთ)


06-04-2015
4 აპრილს, სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით, საქველმოქმედო ღონისძიებაზე, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსი – ლაშა ვერულავა სისტემის თანამშრომლებთან ერთად  სააღდგომო საჩუქრებით და სხვადასხვა საჭირო პროდუქტებით ეწვია ქ. სიღნაღში არსებულ თემს, “ქედელს“, სადაც შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე ზრდასრული ადამიანები ღირსების შესაფერ ოჯახურ გარემოში ცხოვრობენ.

29-03-2015
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საზოგადოებრივ  კოლეჯში გაიმართა პროფესიულ სტუდენტთა ოლიმპიადა სამი მიმართულებით:
  • ვებ პროგრამირება;
  • კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირება; 
  • სამგანზომილებიანი გრაფიკა 3D MAX.  

09-03-2015
2015 წლის 10 მარტს 2 საათზე, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ტარდება  სტუდენტთა შიდა ოლიმპიადა, შემდეგ მოდულებში:
19-02-2015

შეგახსენებთ რომ, ელექტრონული თანხმობის განაცხადში მითითებული საჯარო სკოლების შეცვლა შესაძლებელი იქნება 2015 წლის 19 თებერვალს 20:00 საათამდე.

იხილეთ ბმული

18-02-2015
ელექტრონული რეგისტრაცია დასრულდება - 2015 წლის 18 თებერვალს 20:00 საათზე.
მონაცემები, თითოეული საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა რაოდენობის შესახებ, გამოქვეყნდება 2015 წლის 19 თებერვალს 10:00 საათზე.
ელექტრონული თანხმობის განაცხადში მითითებული საჯარო სკოლების შეცვლა შესაძლებელი იქნება 2015 წლის 19 თებერვალს 20:00 საათამდე.

14-02-2015
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ დირექტორობის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე პირებს. კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, დირექტორობის უფლების მქონე პირებმა, უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა ვებგვერდზე www.directors.mes.gov.ge. ელექტრონული განაცხადის შევსების ვადად განსაზღვრულია 2015 წლის 16, 17, 18 თებერვალი. რეგისტრაციის ბმული გაიხსნება 16 თებერვალს 10:00 საათზე.

10-02-2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მიმდინარე წლის  10 თებერვალს  იწყებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას,  რომელიც გაგრძელდება 5 მარტის ჩათვლით.
23-01-2015
13 იანვარს საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლაში დაინერგა სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემა.
15-12-2014
8-9 დეკემბერს თბილისში,  სასტუმრო „Holliday Inn Tbilisi „- ში  ჩატარდა, ერთი  ერთზე სწავლების  ვორკშოპი განათლების წარმომადგენლებისთვის  - Design and Deployment Workshop for Education Leaders -  მათთვის, ვინც იღებს მონაწილეობას სტრატეგიების და პოლისების შემუშავებასა და აღსრულებაში. 
04-12-2014
როგორც ცნობილია სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 5 ნოემბრის N688 ბრძანების საფუძველზე საქართველოს მასშტაბით 10-11 ნოემბრიდან პროფესიულ და საზოგადოებრივ კოლეჯებში სასწავლო მოდულების პილოტირების ახალი პროგრამის განხორციელება დაიწყო.
03-12-2014
ქ. ბრიუსელში,  19-20 ნოემბერს,  Microsoft-ის  მოწვევით გაიმართა  ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის განათლების სფეროში მომუშავე საინფორმაციო ტექნოლოგიების ხელმძღვანელთა შეხვედრა. 
13-11-2014
შეგახსენებთ, რომ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, აბიტურიენტების განმეორებითი რეგისტრაციის გამოცხადების შესახებ თანხმობის წერილებით 2014 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით უნდა მიმართონ სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: uni@emis.ge