სახელმწიფოს მიერ/მონაწილეობით დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულების საყურადღებოდ!

25-03-2019
2019 წლის გაზაფხულის პროფესიული ტესტირების გზით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე აპლიკანტთა მიღების გამოცხადების მიზნით, სახელმწიფოს მიერ/მონაწილეობით დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალური პროგრამის შევსების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 25 მარტიდან 2019 წლის 29 მარტის ჩათვლით.

დაწესებულებებს, სპეციალური პროგრამის გამოყენებით, 2019 წლის გაზაფხულის პროფესიული ტესტირების გზით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე აპლიკანტთა მიღების გამოცხადების მიზნით განაცხადის შევსება და წარდგენა, ასევე წარდგენილი განაცხადის გაუქმება ან/და რედაქტირება შეეძლებათ 2019 წლის 29 მარტის 18:00-ის ჩათვლით.