2018-2019 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაციის დამატებითი ვადა

10-09-2018
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას დამატებით ვადით. 

რეგისტრაცია განხორციელდება განსაზღვრულ ვადაში მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარუდგენლობის გამო გამოთავისუფლებულ ან თავისუფალ ადგილებზე, 10 სექტემბრიდან - 11 სექტებმრის ჩათვლით პერიოდში.
  
რეგისტრაციის განხორციელება შესაძლებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

2019-2019 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებისთვის უსრულდებათ 6 წელი.  

2018-2019  სასწავლო წელი  დაიწყება 17 სექტემბერს.