პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებულ პირთა საყურადღებოდ!

27-04-2018
პროფესიული ტესტირების საგამოცდო ბარათის მისაღებად, პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებულმა პირებმა უნდა მიმართონ სარეგისტრაციო ცენტრებს. ონლაინ რეგისტრირებულ აპლიკანტებს შესაძლებლობა გაქვთ საგამოცდო ბარათები ამობეჭდონ ვებ-გვერდიდან: www.vet.emis.ge.  

საგამოცდო ბარათში, რეგისტრირებული აპლიკანტების პერსონალურ მონაცემებთან ერთად, მითითებულია ის საგამოცდო ცენტრი, რომელშიც პირი აბარებს ტესტირებას, ჩასაბარებელი პროფესიული უნარების ტესტი და  საგანი/საგანთა ჯგუფი, ტესტირების ჩატარების თარიღი და ტესტირებაზე რეგისტრაციის დაწყების დრო.

გასათვალისწინებელია, რომ ტესტირებაზე დასაშვებად აუცილებელია საგამოცდო ბარათის წარდგენა!