ვიზიტი პარიზში OECD-ის ფორუმზე “Strength through Diversity”

ვიზიტი პარიზში OECD-ის ფორუმზე “Strength through Diversity”
16-02-2018
მიმდინარე წლის 12-13 თებერვალს, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა (OECD) და გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) თანაორგანიზატორობით, ქ. პარიზში, OECD-ის სათავო ოფისში, გაიმართა ფორუმი “Strength through Diversity: The Integration of Immigrants and Refugees into Schools and Training Systems”, რომელიც ეხებოდა მდგრადი განვითარების მიზნებს განათლების მიმართულებით, სახელდობრ მიგრანტების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და მათ ინტეგრაციას განათლების სისტემაში.



ფორუმის მთავარი მიზნები იყო:
  • განათლებისა და მიგრაციის არსებული მონაცემების წყაროების იდენტიფიკაცია და ანალიზი;
  • იმ ასპექტების ხაზგასმა, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მიგრაციის, როგორც კომპლექსური სოციალური ფენომენის, უკეთ გაგების თვალსაზრისით;
  • განათლებასთან მიმართებაში მიგრაციის გაზომვის ინოვაციური მეთოდების ანალიზი.
აღნიშნულ ფორუმში მონაწილეობა მიიღეს OECD-ს და UNESCO-ს წევრი სახელმწიფოების შესაბამისი სამინისტროებისა და საერთაშორისო და ეროვნული სტატისტიკის ინსტიტუტების წარმომადგენლებმა, სტატისტიკის მკვლევარებმა, ანალიტიკოსებმა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან ფორუმს დაესწრნენ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) წარმომადგენლები: უფროსის მოადგილე - მაია სიმონიძე და სტატისტიკის სამსახურის პროექტების მენეჯერი - მარიამ ავალიანი.