• CyberEXE 2017 - კიბერსავარჯიშო 2017

    15 დეკემბერს სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფ „CERT.GOV.GE“-ს ორგანიზებით მორიგი ეროვნული კიბერსავარჯიშო გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის გამოცდილი კიბერპროფესიონალები. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან წარმოდგენილი იყვნენ -ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი - გიორგი გვასალია და სისტემური ადმინისტრატორი - ვანო ნარიმანიძე.
    CyberEXE 2017 - კიბერსავარჯიშო 2017
  • სერტიფიცირებულ დირექტორობის მსურველთა საყურადღებოდ!

    გამოცხადდა ზოგიერთი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენის მიზნით, დირექტორთა შერჩევის კონკურსის მეორე ეტაპი - დირექტორობის უფლების მქონე პირების მიერ თანხმობის განაცხადის ელექტრონული რეგისტრაცია  ვებგვერდზე  www.directors.mes.gov.ge.  
    სერტიფიცირებულ დირექტორობის მსურველთა საყურადღებოდ!

2016-2017 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთათვის ატესტატების გაცემა იწყება

16-06-2017
2017 წლის 21 ივნისიდან სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატებისა და ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატების საყოველთაო გაცემა იწყება. 

დაინტერესებულმა პირებმა, დოკუმენტების მიღების მიზნით, უნდა მიმართონ სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს, საზოგადოებრივ ცენტრებს ან იუსტიციის სახლებს. 

დოკუმენტების გაცემა ხორციელდება სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებული მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე.