პროფესიული განათლების მიღების მსურველთა საყურადღებოდ!

28-04-2017
28 აპრილიდან  2 მაისის ჩათვლით, პირველადი საფეხურის პროფესიული ტესტირების შედეგების გაცნობის შემდეგ, პროფესიული განათლების მიღების მსურველ აპლიკანტებს საშუალება აქვთ შეცვალონ საიტზე - www.vet.emis.ge რეგისტრაციის დროს არჩეული პროგრამების რეიტინგული ჩამონათვალი. აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდგომ გამოქვეყნდება საბოლოო რეიტინგული სია.

2016 წლის შემოდგომის მიღების ჩარიცხულ სტუდენტთა სტატისტიკური ინფორმაცია, რომელშიც ასახულია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიხედვით სტუდენტისთვის ჩასარიცხად საკმარისი მინიმალური ქულა და 2017 წლის გაზაფხულის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების პირველად საფეხურზე გამოცხადებული ვაკანტური ადგილების შესახებ მონაცემები შეგიძლიათ იხილოთ საიტზე - www.vet.emis.ge